ახალგაზრდა თურქები პირველი მსოფლიო ომის დროს

პირველი მსოფლიო ომის დროს ,,ახალგაზრდა თურქებმა” წამოიწყეს ავანტურისტული საგარეო პოლიტიკა, როდესაც ქვეყნის გეოპოლიტიკის ქვაკუთხედად აქციეს თურანიზმი, ზოგადი პანთურქისტული იდეის აგრესიული გამოვლინება_ ყველა თურქულენოვანი ხალხის ერთ სახელმწიფოში (თურანში) გაერთიანებისაკენ სწრაფვა. პრაქტიკულად თურანიზმის იდეის განხორციელება რუსეთის იმპერიისა და სპარსეთის ნაწილების ანექსირებას ნიშნავდა. ჰიპოთედური თურანი ჩინეთის ხარჯზეც უნდა გაფართოვებულიყო, სადაც ასევე ცხოვრობს თურქეთის მოსახლეობა (უიღურები).
თავიდან ეს ყველაფერი აუხდენელ ოცნებას უფრო წააგავდა. მსოფლიო ომის დაწყებამდე 1910-იანი წლების დასაწყისში, ოსმალეთი მარცხდებოდა ლოკალურ ომებშიც კი და ტერიტორიას კარგავდა (ალბანეთი, მაკედონია, ლიბია). 1913 წლის მეორე ბალკანური ომის შემდეგ უზარმაზარი სამფლობელოებიდან ევროპაში ოსმალეთს ოციოდე კვადრატული კილომეტრის ფართობი დარჩა.
პირველი მსოფლიო ომის ბოლო წელს, როდესაც რუსეთმა სეპარატიული ბრესტის ზავით მოკავშირეები მიატოვა და გააშიშვლა კავკასიის ფრონტი, ,,ახალგაზრდა თურქებს” მოულოდნელად მიეცათ საშუალება პრაქტიკაში გამოეცადათ თურანიზმის იდეები. (გაჩეჩილაძე 2004,გვ169)
ოსმალეთის არმია შეიჭრა თითქმის დაუცველ სამხრეთ კავკასიაში, 15 სექტემბერს აიღო ბაქო და თურქესტანში, შუა აზიაში, გალაშქრებას გეგმავდა. ეს ხდებნოდა ოსმალეთის მოკავშირე გერმანიასთან შეუთანხმებლად და მისი პოლიტიკური გეგმების საწინააღმდეგოდ. ბაქოზე იერიშის დაწყების წინ ოსმალეთის მთავრობამ დიდი გაღიზიანებით შეიტყო, რომ საბჭოთა რუსეთთსა და გერმანიას შორის 17 აგვისტოს გაცვლილი ნოტით, მოსკოვი ,,არ განიხილავდა არა მეგობრულ აქტად, თუკი გერმანიის ჯარები განდევნიდნენ ბაქოდან ბრიტანულ ძალებს”, ოღონდ ოსმალებს არ აეღოთ ეს ქალაქი. უთანხმოება მოკავშირეებს შორის სამხედრო შეხლამდეც კი მივიდა, განსაკუთრებით ახლად შექმნილი საქართველოს რესპოუბლიკის ტერიტორიაზე.
გერმანია ოსმალეთისაგან მოითხოვდა სამხედრო ფრონტის დაცვას ბრიტანელებისაგან. მაგრამ კავკასიისა და შუა აზიის ნდომით შეპყრობილმა ,,ახალგაზრდა თურქებმა” რეალიზმის გრძნობა დაკარგეს. იმპერიის პრაქტიკულად დაუცველ სამხრეთ ნაწილეში ბრიტანული სამხედრო ნაწილები, ზოგჯერ თავის არაბ მოკავშირეებთან ერთად, ზედიზედ იპყრობდნენ ქალაქებს. 1918 წლის შემოდგომაზე მათ აიღეს ბეირუთი და დამასკო.
1918 წლის სექტემბერში ანტანტის ძალებმა ომიდან გამოთიშეს ცენტრალური სახელმწიფოების მხარეზე მებრძოლი ბულგარეთი და ოსმალეთი. ოსმალეთი იზოლირებული აღმოჩნდა თავისი მთავარი მოკავშირისაგან. 1918 წლის ოქტომბერში სტამბოლმა აღიარა, რომ აღარ შეუძლია ომის გაგრძელება და ზავი ითხოვა. ,,ახლაგაზრდა თურქების’’ მმართველმა ჯგუფმა ქვეყნიდან გაქცევით უშველა თავს. ( სვანიძე 2007, გვ352 )
თურანიზმი ოსმალეთის გეოპოლიტიკის უკანასკნელ აკორდად შეიძლება ჩაითვალოს. Aამ იდეის მიზანი განუხორციელებელი დარჩა. რაც შეეხება პანთურქისტულ იდეას, ის დღემდე ცოცხლობს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.(გაჩეჩილაძე 2004, გვ 170)
1918 წლის 30 ოქტომბერს საბერძნეთის კუნძულ ლემნოსის ნავსადგურში კრეისერ ,,აგამემნონზე” ოსმალეთის იმპერიის წარმომადგენელმა საზღვაო მინისტრმა ჰუსეინ რაუქ ბეიმ ხელი მოაწერა ზასვ (მუდროსის ზავი), რომელიც კაპიტულაციას ნიშნავდა. სამიოდე წელიწადში კი ოსმალეთის სახელი გაქრა პოლიტიკური რუკიდან. Mმის ნანგრევებზე კი წარმოიშვა თურქეთის რესპუბლიკა. (გაჩეჩილაძე 2004,გვ264)

 

 

Advertisements

About mycoments

by me
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s