ახალგაზრდა თურქები პირველი მსოფლიო ომის დროს

პირველი მსოფლიო ომის დროს ,,ახალგაზრდა თურქებმა” წამოიწყეს ავანტურისტული საგარეო პოლიტიკა, როდესაც ქვეყნის გეოპოლიტიკის ქვაკუთხედად აქციეს თურანიზმი, ზოგადი პანთურქისტული იდეის აგრესიული გამოვლინება_ ყველა თურქულენოვანი ხალხის ერთ სახელმწიფოში (თურანში) გაერთიანებისაკენ სწრაფვა. პრაქტიკულად თურანიზმის იდეის განხორციელება რუსეთის იმპერიისა და სპარსეთის ნაწილების ანექსირებას ნიშნავდა. ჰიპოთედური თურანი ჩინეთის ხარჯზეც უნდა გაფართოვებულიყო, სადაც ასევე ცხოვრობს თურქეთის მოსახლეობა (უიღურები).
თავიდან ეს ყველაფერი აუხდენელ ოცნებას უფრო წააგავდა. მსოფლიო ომის დაწყებამდე 1910-იანი წლების დასაწყისში, ოსმალეთი მარცხდებოდა ლოკალურ ომებშიც კი და ტერიტორიას კარგავდა (ალბანეთი, მაკედონია, ლიბია). 1913 წლის მეორე ბალკანური ომის შემდეგ უზარმაზარი სამფლობელოებიდან ევროპაში ოსმალეთს ოციოდე კვადრატული კილომეტრის ფართობი დარჩა.
პირველი მსოფლიო ომის ბოლო წელს, როდესაც რუსეთმა სეპარატიული ბრესტის ზავით მოკავშირეები მიატოვა და გააშიშვლა კავკასიის ფრონტი, ,,ახალგაზრდა თურქებს” მოულოდნელად მიეცათ საშუალება პრაქტიკაში გამოეცადათ თურანიზმის იდეები. (გაჩეჩილაძე 2004,გვ169)
ოსმალეთის არმია შეიჭრა თითქმის დაუცველ სამხრეთ კავკასიაში, 15 სექტემბერს აიღო ბაქო და თურქესტანში, შუა აზიაში, გალაშქრებას გეგმავდა. ეს ხდებნოდა ოსმალეთის მოკავშირე გერმანიასთან შეუთანხმებლად და მისი პოლიტიკური გეგმების საწინააღმდეგოდ. ბაქოზე იერიშის დაწყების წინ ოსმალეთის მთავრობამ დიდი გაღიზიანებით შეიტყო, რომ საბჭოთა რუსეთთსა და გერმანიას შორის 17 აგვისტოს გაცვლილი ნოტით, მოსკოვი ,,არ განიხილავდა არა მეგობრულ აქტად, თუკი გერმანიის ჯარები განდევნიდნენ ბაქოდან ბრიტანულ ძალებს”, ოღონდ ოსმალებს არ აეღოთ ეს ქალაქი. უთანხმოება მოკავშირეებს შორის სამხედრო შეხლამდეც კი მივიდა, განსაკუთრებით ახლად შექმნილი საქართველოს რესპოუბლიკის ტერიტორიაზე.
გერმანია ოსმალეთისაგან მოითხოვდა სამხედრო ფრონტის დაცვას ბრიტანელებისაგან. მაგრამ კავკასიისა და შუა აზიის ნდომით შეპყრობილმა ,,ახალგაზრდა თურქებმა” რეალიზმის გრძნობა დაკარგეს. იმპერიის პრაქტიკულად დაუცველ სამხრეთ ნაწილეში ბრიტანული სამხედრო ნაწილები, ზოგჯერ თავის არაბ მოკავშირეებთან ერთად, ზედიზედ იპყრობდნენ ქალაქებს. 1918 წლის შემოდგომაზე მათ აიღეს ბეირუთი და დამასკო.
1918 წლის სექტემბერში ანტანტის ძალებმა ომიდან გამოთიშეს ცენტრალური სახელმწიფოების მხარეზე მებრძოლი ბულგარეთი და ოსმალეთი. ოსმალეთი იზოლირებული აღმოჩნდა თავისი მთავარი მოკავშირისაგან. 1918 წლის ოქტომბერში სტამბოლმა აღიარა, რომ აღარ შეუძლია ომის გაგრძელება და ზავი ითხოვა. ,,ახლაგაზრდა თურქების’’ მმართველმა ჯგუფმა ქვეყნიდან გაქცევით უშველა თავს. ( სვანიძე 2007, გვ352 )
თურანიზმი ოსმალეთის გეოპოლიტიკის უკანასკნელ აკორდად შეიძლება ჩაითვალოს. Aამ იდეის მიზანი განუხორციელებელი დარჩა. რაც შეეხება პანთურქისტულ იდეას, ის დღემდე ცოცხლობს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.(გაჩეჩილაძე 2004, გვ 170)
1918 წლის 30 ოქტომბერს საბერძნეთის კუნძულ ლემნოსის ნავსადგურში კრეისერ ,,აგამემნონზე” ოსმალეთის იმპერიის წარმომადგენელმა საზღვაო მინისტრმა ჰუსეინ რაუქ ბეიმ ხელი მოაწერა ზასვ (მუდროსის ზავი), რომელიც კაპიტულაციას ნიშნავდა. სამიოდე წელიწადში კი ოსმალეთის სახელი გაქრა პოლიტიკური რუკიდან. Mმის ნანგრევებზე კი წარმოიშვა თურქეთის რესპუბლიკა. (გაჩეჩილაძე 2004,გვ264)

 

 

Advertisements
Posted in Uncategorized | Leave a comment

მე-20 საუკუნე მცირე აზიაში

მე-20 საუკუნეში მცირე აზიაში მრავალი ცვლილება განხორციელდა. ერთ-ერთი უმთვრესი კი იყო, რომ ოსმალეთის იმპერიაში სულთნის ხელისუფლება დამხობილ იქნა აქ დამყავრდა რესპუბლიკური წყობილება. თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდფენტი და თურქი ხალხის მამა იყო მუსტაფა ქემალ ათათურქი, რომელმაც ქვეყანაში მრავალი რეფორმა გაატარა, სწორედ ათათურქმა ჩაუყარა საფუძველი თურქეთის რესპუბლიკის შემდგომ განვითარებას.

მეორე მსოფლიო ომმა სერიოზული გავლენა მოახდინა თურქეთის რესპუუბლიკაზე. მთელი ექვსი წლის მანძილზე მის დიპლომატიას უხდებოდა ლავირება და საფრთხისათვის თავის არიდება, რომ ქვეყანა არ ჩაეთრიათ მისთვის საბედისწერო ომში. ამის შემდგომ კი მოხდა თურქეთის გეოპოლიტიკური ვექტორის მკვეთრი შებრუნება ახალი ოკეანის გაღმელი მოკავშირისკენ. თურქერთის დიპლომატიის დიდი წარმატება იყო მსოფლიო ომის განმავლობაში ინგლისთან ,,მოკავშირეობისა” და გერმანიასთან ,,მეგობრობის” პირობებში ფაქტობრივი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. თურქეთმა სიმბოლური ომის გამოუცხადა გერმანიასა და იაპოონიას. მხოლოდ 1945 წლის 13 თებერვალს, როდესაც ომის შედეგი უკვე ნათელი იყო. ანტიჰიტლერული კოალიციის მხარეზე ჩაბმის ფორმალურმა აქტმა თურქეთს მოუტანა მოწვევა სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე. (1945 წელს) და შესაბამისად გაეროს ერთ-ერთი დამაარსებელი წევრის სტატუსი. იმავე აქტის წყალობით თურქეთმა ამერიკიდან მიიღო ,,მარშალის გეგმით” გათვალისწინებული დიდი ეკონომიკური დახმარება და, რაც მთავარია ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერა, რითაც ქვეყანამ თავი გადაირჩინა თითქმის გარდაუვალი სამხედრო შეხლისგან საბჭოთა კავშირთან.
ხოლო ღმოსავლეთისა და ხმელთაშუაზღვისპირეთისთვის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ნიშანსვეტად იქცა ,,ტრუმენის დოქტრინა” (1947 წლის 12 მარტი). ტრუმენის დოქტრინის შესაბამისად ამერიკამ დაიწყო დიდი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიიკური დახმარების აღმოჩენა თურქეთისა და საბერძნეთისათვის.
1949 წელს თურქეთი ევროსაბჭოს წევრად მიიღეს, ხოლო 1952 წელს ის ნატოს წევრი სახელწიფო გახდა.
თურქეთის საგარეო პოლიტიკაში მოხდა გეოპლიტიკური ძვრა: ფაქტობრივი ნეიტრალიტეტი მკვეთრად პროდასავლურმა ფაქტორმა შეცვალა.
დემოკრატიის იდეალების თავისი ერთგულების დასამტკიცებლად თურქეთის მთავრობამ 1946 წელს დაუშვა მრავალპარტიულობა ქვეყანაში. 1950 წელს ჩატარდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის გამარჯვებით დამთავრდა. დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა განვითარება დაიწყო. ამასთან ერთად, თურქეთის გენერალიტეტი საკმაოდ რეგულარულად ერეოდა სამოქალაქო მმართველობაში. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ 1960 წლიდან 1980 წლმადე ქვეყანაში სამხედროებმა 3 წარმატებული გადატრიალება მოაწყვეს, რომლის შედეგადაც შეიცვალა უმაღლესი ხელმძღვანელობა.
თურქეთში არმიას ყოველთვის განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა. არმია ისევე, როგორც ოსმალეთის იმპერიაში, რესპუბლიკურ თურქეთშიც ძალა იყო, რომელიც კულისებიდან მართვადა სახელმწიფოს. არმიამ განსაკუთრებული როლი ითამაშა თურქი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასა (1918-1923 წლები) და დამოუკიდებლობის მოპოვებაში (1923 წელი). თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადბის შემდეგ აქ არმია გახდა ძირითადი დასაყრდენი ბურჟუაზიული გარდაქმნების განხორციელების გზაზე. საყურადღებოა ისიც, რომ თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი და ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი იყო სამხედრო პირი, გენერალი მუსტაფა ქემალ ათათურქი. ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში მონაწილეობას იღებდნენ შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი ორგანოების სხვა წარმომადგენლები.
1980 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა შეზღუდული დემოკრატიული მმართველობა. ეს პერიოდი ხასიათდება პოლიტიკურ პარტიათა აქტიური მონაწილეობით, მაგრამ საკმარისი იყო სამხედროების უკმაყოფილობა, რომ დღის წესრიგში დადგებოდა მათი გაუქმების საკითხი.
1982 წლის ნოემბერში, რეფერენდუმის გზით მიიღეს თურქეთის ახალი კონსტიტუცია, რომელმაც შეცვალა 1961 წლის კონსტიტუცია (რომელიც ყველაზე დემოკრატიულ კონსტიტუციად ითვლება თურქეთის რესპუბლიკაში). 1982 წლის კონსტიტუციის ძირითადი მიზანი იყო განემტკიცებინა მმართველი დაჯგიფების პოზიციები, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ კონსტიტუციით მეტად გაიზარდა პრეზიდენტის უფლებები. მას შემდეგ კი რაც სათვეში მოვიდა თურგუთ ოზალი მრავალი ეკონომიკური რეფორმა გატარდა ქვეყანაში, რამაც უზრუნველყო უკვე მომდევნო წლებში თურქეთის ეკონომიკური თუ პოლიტიკური აყვავება და მახლობელ ათღმოსავლეთში ლიდერი ქვეყნის ტიტული მოაპოვებინა.
1993 წლებში კი ლიბერალიზაციამ თუირქეთის რესპუბლიკაში ისეთ დონეს მიაღწია, რომ მანამდე ტაბუდადებული თემები, ქემალიზმი, სახელმწიფო იდეოლოგია, ქურთული საკითხი, საზოგადოების განსჯის საგნები გახდა.
1998 წელს კი სმხედროებმა აიძულეს ერბაქანი და მისი მთავრობა გადამდგარიყო. ეს იყო მშვიდობიანი სამხედრო გადატრიალება.
დღეს თურქეთი ერთერთი დაწინაურებული ქვეყანაა და ანგარიშ გასაწევ ძალას წარმოადგენს მსოფლიოში.

Posted in თურქეთი | Tagged , , | Leave a comment